ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ბიზნეს ბანკირის მთავარი ამოცანაა მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტების მოძიება, მომსახურება და შენარჩუნება, მათთვის შესაბამისი საბანკო პროდუქტებისა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიწოდებით. ბანკირი ასევე პასუხისმგებელია კლიენტებთან გრძელვადიანი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის განვითარებაზე და პორტფელის ზრდაზე.
პრემიუმ ბიზნეს კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, მათი ლოალურობის და ნდობის მოსაპოვებლად ჩვენი მომსახურება არის:
კომპლექსური - კლიენტს TBC Group-ის მასშტაბით ნებისმიერ პროდუქტს/სერვისს თავაზობს ბიზნეს ბანკირი და ცდილობს, რომ კლიენტები მაქსიმალურად იყვნენ თიბისის პროდუქტების მომხმარებლები.
კომფორტული - ბიზნეს კლიენტებს ყავს ერთი საკონტაქტო პირი, რომელიც ყველა საჭირო სერვისს შესთავაზებს, პრობლემას მოუგვარებს და გაუწევს კონსულტაციას საოპერაციო თუ საკრედიტო მიმართულებით.
განსაკუთრებული - პროდუქტები/სერვისები/ტარიფები მორგებულია კლიენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
ძირითადი მოვალეობები:
რას გთავაზობთ ჩვენ:
ადგილი, სადაც იმუშავებ:
განახლებული კონცეფციის და თანამედროვე დიზაინის მქონე ფილიალებში/სერვის ცენტრებში.
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.