ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.
ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"
სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.
სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქსელის ინჟინრის როლზე.
ძირითადი მოვალეობები:
თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:
გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი, 2026
რატომ სელფი
ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.
ჩვენ ვაფასებთ:
• პასუხისმგებლობას (Ownership)
• საქმის ხახრისხიან შესრულებას
• პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.
სელფი მობაილში შეგიძლია:
• დასახო ამბიციური მიზნები
• თამამად გამოხატო შენი აზრი
• ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
• ისწავლო და ასწავლო სხვებს.
ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
• ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
• პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
• სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
• კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
• გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე